სვანეთი ძირითადად ცნობილია მისი ხელშეუხებელი მაღალმთიანი ლანდშაფტითა და მთის სოფლების უნიკალური არქიტექტურით. კავკასიის ეს ისტორიული რეგიონი, მიიჩნევა კულტურულად საკმაოდ ჩაკეტილ სივრცედ, საკუთარი განსაკუთრებული ტრადიციებით, რომელიც საბჭოთა კავშირსაც კი გადაურჩა. შესანიშნავი ისტორიის და არქიტექტურის გარდა,
რეგიონს გააჩნია შეუდარებლად მრავალფეროვანი მთის ლანდშაფტი, რომელიც ერთნაირად იზიდავს მეცნიერებსა და ტურისტებს. სვანეთის მუდმივი მობინადრეების უმეტესობა სამთო ფერმერულ ეკონომიკას მისდევს (ძირითადად თვითუზრუნველყოფისთვის).
ზემო სვანეთში, წააწყდებით ევროპისათვის ისტორიულად უნიკალურ სიტუაციას. კერძოდ, მოცემული რეგიონი, უფრო ზუსტად სოფლები ლატალსა და უშგულს შორის, არასდროს ყოფილა ფეოდალური მმართველობის ქვეშ. სასოფლო თემების მაცხოვრებლებმა, მოახერხეს სამართლებრივი და უფლებრივი სისტემების შენარჩუნება და ცარისტული რუსეთის იერიშამდე, თავიდან აირიდეს სმხრეთითა და დასავლეთით მდებარე ფეოდალური ერთეულების მხრიდან მათი მიწების დაკავების მცდელობები. მიუხედავად, რეგიონის პერიფერიული მდებარეობისა
(ან სწორედ რომ ამ ფაქტორის გამოისობით), ზემო სვანეთი მდიდარი კულტურის ზონაცაა, რადგან, როგორც მეთორმეტე საუკუნის ოქროს ხანის, ასევე მეცამეტე საუკუნის საქართველოს სამეფოს დაღმასვლისა და შემდგომი პერიოდების განმავლობაში, ის არაერთხელ ყოფილა მონღოლური, სპარსული თუ ოსმალური ჯარებისგან თავდასაცავი სამალავი და თავშესაფარი. ამგვარად, სვანეთი იქცა საქართველოს და მისი ეკლესია-მონასტრების ხაზინად,
Available from 28.11.: Svaneti between tradition and modernity - The photo book. One of the results of 7 years of research in Georgia: German, Georgian, English https://amazon.de/Swanetien-Tradition-Moderne-Stefan-Applis/dp/3963116676/ref=sr_1_5?__mk_de_DE=%C3%85M%C3%85%C5%BD%C3%95%C3%91&crid=1D4JD2V691HE5&keywords=swanetien&qid=1669146390&sprefix=swanetien%2Caps%2C126&sr=8-5

Mitteldeutscher Verlag Halle: https://www.mitteldeutscherverlag.de/component/virtuemart/results,1-9?keyword=stefan+applis&limitstart=0&option=com_virtuemart&view=category&virtuemart_category_id=0

A selection of the photographs will be exhibited at the Fuji Gallery in Nuremberg from January – March 2023.
Text: Stefan Applis (2022)